“რამდენიც ნანუკას და მისი დედის შეცოდება მომინდა იმდენჯერ ირინა ენუქიძე დამიდგა თვალწინ…”

“რამდენიც ნანუკას და მისი დედის შეცოდება მომინდა იმდენჯერ ირინა ენუქიძე დამიდგა თვალწინ…”

რეჟისორი ბექა რამიშვილი შემდეგი სახი მიმართვას ავრცელებს:

“მე მაპატიეთ ზედმეტად კაცთმოყვარე და გულაჩუყებულო დეიდებო და ბიძიებო ნანუკა ჟორჟოლიანის დედის ავადმყოფობას რომ განიცდით და გვამუნათებთ, რა გულქვები ხართო…

მე მაპატიეთ, რომ რამდენიც ნანუკას და მისი დედის შეცოდება მომინდა იმდენჯერ ირინა ენუქიძე დამიდგა თვალწინ….

რამდენიც ნანუკას და მისი დედის დარდის გაზიარება მომინდა, იმდენჯერ ამ ამაზრზენი არსების ხითხითი და ღლიცინი ჩამესმა ყურში ირინა ენუქიძეზე რო აფრქვევდნენ ეგ და მისი "პადრუგები"…

მე მაპატიეთ, რომ რამდენჯერაც დავაპირე თუნდაც გულგრილად გამეტარებინა ეს ნანუკას შეაჯება – დედაჩემისთვის ილოცეთო, ჩემი სოფლელი ბიჭების კვნესა და მათი დედების ტირილი ჩამესმა ყურებში…

ნანუკა ჟორჟოლიანის დაკვეთით რომ დააინვალიდა მისმა ქმარმა!!!

ამიტომ, მე მაპატიეთ რომ ვერ ვარ თქვენსავით “ღვთისნიერი” და”კაცთმოყვარე” - დაწერა რეჟისორმა.