ბიძინა ივანიშვილი ევროპის საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს და ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელს, კრჟიშტოფ ლისეკს მთავრობის კანცელარიაში შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ქართულ--რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემას.