აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ოპოზიციაზე: „იმდენად დიდია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული“

აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ოპოზიციაზე: „იმდენად დიდია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული“

„პროფესიით ფსიქოფიზიოლოგი ვარ და ფიზიოლოგიაში არის ასეთი კანონი „მოტივაციის ოპტიმუმი და მისი ცვალებადობა", რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს როდესაც ძალიან უნდა რამე, აქვს არანორმალური მოტივაცია და არა აქვს საფუძველი, ის ვეღარ აზროვნებს და ამოცანის წარმატებით გადაჭრის ეფექტიც მცირდება. ეს დაემართა ჩვენს ოპოზიციას. იმდენად დიდია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული," - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშივილი ოპოზიციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

“როდემდე შეიძლება ამდენი სიცრუის მოსმენა. ჯერ ითხოვდნენ პროპორციულ არჩევნებს, მერე მაჟორტარებზე ატეხეს ერთი ამბავი, არა მე აქ დავდგებიო, ახლა ერთმანეთს ეხვეწებიან, შენ დადექიო. იციან, რომ ვერ მოიგებენ მაჟორიტარულ ოლქებს. მერე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა, სასწორის ერთ მხარეს დადეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამას დაუპირისპირეს ერთი ადამიანის ციხიდან გამოშვება, რომელიც პოლიტპატიმრად შერაცხეს. თანაც თვალში ნაცარს გვაყრიან, რომ ეს ჩვენი გამარჯვებაა და ჩვენი ძალისხმევით მოხდა ამ ცვლილებების მიღებაო.

ოპოზიცია რეალობას არის მოწყვეტილი, პროფესიით ფისქოფიზიოლოგი ვარ და ფიზიოლოგიაში არის ასეთი კანონი "მოტივაციის ოპტიმუმი და მის ცვალებადობა", რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ადამიანს ძალიან უნდა რამე, აქვს არანორმალური მოტივაცია და არა აქვს საფუძველი, ის ვეღარ აზროვნებს და ამოცანის წარმატებით გადაჭრის ეფექტი მცირდება; ეს დაემართა ჩვენს ოპოზიციას. იმდენად ძლიერია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული.

ეს, იცით, რისი ბრალია, ძალიან ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში, 24 წლის ბიჭს მინისტრად რომ დანიშნავ იმ მოტივით, რომ რევოლუციის დროს პირველი შევიდა პარლამენტში, მისი დაღუპვა არ არის? გახსოვთ ალბათ მიშა სააკაშვილმა კეზერაშვილზე რომ თქვა, ეს ბიჭი უნივერმაღიდან გადაძვრა პარლამენტშიო. იმდენი კარგი მოგონებები აქვთ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, როგორ ატარებდნენ დროს, რომ პირადი კეთილდღეობა უქმნით მოტივაციას, თორემ სამშობლოს სიყვარულით არ ბრუნდებიან ხელისუფლებაში.

მიშა სააკაშივლისნაირი კაცი რომ გყავს ლიდერად პოლიტიკურ ძალას, ყველანაირად კომპრომეტირებული საქართველოშიც და ახლა უკრიანაში, ვინ მოგცემს ხმას? ალბათ მალე ზელენსკისაც დაუპირისპირდება. პირველი სიმბოლური ნათქვამი უკვე იყო, "ჩემი კაბინეტი ზელენსკის კაბინეტის თავზეაო". ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ახლა არჩევნებსაც თუ გამოუცხადეს ბოიკოტი და რევოლუციისთვის დაიწეს მზადება არ ვიცი. ისე რევოლუცია კი არა მიტინგი ვერ მოუწყვიათ," - განაცხადა "რეზონანასთან" თემურ ნანეიშვილმა.