რომან გოცირიძე ნათელაშვილის სტატუსზე: როგორც ჩანს, მას ტროლებმა facebook-ი გაუტეხეს

რომან გოცირიძე ნათელაშვილის სტატუსზე: როგორც ჩანს, მას ტროლებმა facebook-ი გაუტეხეს

როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილს „ქართული ოცნების“ ტროლებმა facebook-ი გაუტეხეს, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, რომან გოცირიძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის Facebook-სტატუსს, რომელშიც ის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ გენდერულ კვოტირებაზე წერს.

„ქართული ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია და თავიანთი ტროლებით და ბოტებით შეძვრნენ შალვას facebook-ში და ეს სტატუსი დაუწერეს. მის სტატუსს წავიკითხავ, გეტყვით, არ ვიცი, ნამდვილია თუ არა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს, რომლის მიხედვითაც პარტიულ პროპორციულ სიებში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ეს არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური - ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები“.

Katana . "რას ჰქვია სქესობრივი ნიშნით კვოტების განსაზღვრა? ვერ გავიგე, ეს დეპუტატის არჩევნებია თუ სასქესო ორგანოებს ვირჩევთ? - ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას გააკეთა." (Sic!)

კუპონა კი ნამუსს წმენდს: - აჰ, ეტყობა, „ქართული ოცნება “ შეძვრა ნათელაშვილის facebook-ში, თორემ შალვა ამას რავა იკადრებდაო!.. :)))
facebook-ში - ჰო, მაგრამ პირშიც შეუძვრა, შე უსირცხვილო?!
ვაა, ეს რა ჯიში შექმნა სააკაშვილმა, გაგიჟდები კაცი!..
3 წლის უკან