დონალდ ტრამპი: სულ უფრო და უფრო ვბრაზდები ჩინეთზე

დონალდ ტრამპი: სულ უფრო და უფრო ვბრაზდები ჩინეთზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

„მაშინ, როდესაც ვხედავ, თუ როგორ მოედო მსოფლიოს პანდემიის მახინჯი სახე, თუ როგორი ზიანი მიაყენა მან აშშ-ს, სულ უფრო და უფრო ვბრაზდები ჩინეთზე. ხალხი ხედავს ამას და მე ვგრძნობ ამას“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.