გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსთვიანი როტაციის პრინციპით იცვლება. გერმანიამ თავმჯდომარეობა ხორვატიისგან გადაიბარა. 2009 წელს შემოღებული მოდელის თანახმად, ევროკავშირის წევრები, რომლებსაც მომავალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში საბჭოში თავმჯდომარეობა უწევთ, ჯგუფურად ე.წ. ტრიოს ფორმატში თანამშრომლობენ.

მოქმედი „ტრიოს“ შემადგენლობაში გერმანია, პორტუგალია და სლოვენია შედიან. თითოეული ქვეყანა თავისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის დეტალურ 6-თვიან პროგრამას ამზადებს.