თვითმხილველი ყოფილი შეყვარებულის მიერ 24 წლის გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტის დეტალებზე საუბრობს

თვითმხილველი ყოფილი შეყვარებულის მიერ 24 წლის გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტის დეტალებზე საუბრობს

აფეთქების ხმა იყო, რომელსაც გოგონას განწირული ღრიალი მოჰყვა. საწყალ გოგოს ხელები, ფეხები დამწვარი ჰქონდა, შემოსასვლელი მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ თვითმხილველმა უამბო, რომელიც 24 წლის გოგოს მკვლელობის მცდელობას შეესწრო.

თითმხილველის ინფორმაციით, გოგონასა და მამაკაცს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, აცხადებს, რომ გოგონა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად ვისხედით ჩემთან სამზარეულოში, უცებ ისეთი აფეთქების ხმა იყო, დაზანზარდა ჩემი სამზარეულო და ყველანი გარეთ გამოვცვივდით. აფეთქებას მოჰყვა გოგოს ღრიალი, განწირული ხმით ღრიალებდა, თავიდან ვერ მივხვდით რა მოხდა. „112“-ში დავერეკე, შემოსასვლელი მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული, ისეთი კვამლი იყო, აქ ხომ ჩაბურული იყო ყველაფერი და ზემოთაც ვერ ვხედავდით ერთმანეთს. სასწრაფოში და პატრულში რომ დავრეკეთ, 3 წუთში მოვიდნენ. საწყალ გოგოს ხელები, ფეხები დამწვარი ჰქონდა, იმდენად შოკურ მდგომარეობაში იყო, იმას ვერ აცნობიერებდა რომ გადარჩა, ტიროდა იმას, რომ დაამახინჯეს. იქამდე რა მოხდა, არ ვიცი. ეს გოგო ძალიან წყნარი გოგოა, აქ ცხოვრობს ნაქირავებში“, - აცხადებს თვითმხილველი.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 24 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.