სანგრია - დაბალალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელი

სანგრია - დაბალალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელი

ინგრედიენტები

წითელი მშრალი ღვინო - ან თეთრი (0,75 მლ)

წყალი - 0.75 მლ

დაჭრილი ხილი - ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი

სხვადასხვა კენკრა - ჟოლო, მოცხარი, ყურძენი და სხვა

შაქარი - გემოვნებით

ყინულის ნატეხები

მომზადების წესები

დაჭრილ ხილს და გარეცხილ და გასუფთავებულ კენკრას დაასხით ღვინო, წყალი და დააყარეთ შაქარი.

მოათავსეთ მთელი ღამით მაცივარში.

დილით ჩამოასხით ყინულის ნატეხებიან ბოკლებში და გემრიელად მიირთვით!

თუ მაგარალკოჰოლური სანგრიას მომზადება გსურთ, დაასხით ხილს მაგარი სასმელი, გააჩერეთ მთელი ღამით, დილით კი გააზავეთ მიღებული ნაყენი წყლითა და ღვინით.