ჯაბაურის N5-ში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

ჯაბაურის N5-ში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, ჯაბაურის N5-ში, 356 კვადრატულ მეტრზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 184,000 ლარია. მიმდინარე პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მსგავსი სამუშაოები რაიონში ცხრა მისამართზე უკვე დასრულდა, ხოლო ოთხზე - მიმდინარეობს.