თსუ ვებინარი  - უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია

თსუ ვებინარი  - უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია

1 ივლისს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს ვებინარს „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია კორონავირუსის კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში“.  თსუ რექტორი, დოქტორი  გიორგი შარვაშიძე,  პროფესორი ჰანს დე ვიტი (საერთაშორისო უმაღლესი განათლების ცენტრის დირექტორი, ბოსტონის კოლეჯი), პროფესორი ელსპეფ ჯოუნსი (ემერიტუს პროფესორი, ლიდს ბექით უნივერსიტეტი), დოქტორი ალექსანდერ ჰასგალი (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი) ისაუბრებენ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე კორონავირუსის კრიზისის გავლენის შესახებ.

ვებინარის მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინტერნაციონალიზაციის განმარტება და მისი მნიშვნელობა დღეს;  უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა საერთაშორისო გადაადგილების შეზღუდულ პირობებში;  კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა ზოგადად და პანდემიის დროს; შედეგზე ორიენტირებულ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე გადასვლა;  ინტერნაციონალური სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და სტუდენტების  დახმარება სწავლის შედეგების მიღწევაში; სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა; უნივერსიტეტის მიერ  მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა.

უმაღლესი განათლების ევროპელი ექსპერტები ისაუბრებენ კორონავირუსის პერიოდში ინტერნაციონალიზაციის კუთხით შექმნილ პრობლემებზე და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ.