უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა.
პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება გადამწყვეტია უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებისთვის ქვეყანაში, მომავალი არჩევნების კონტექსტში. გილოცავთ ყველას. ევროკავშირი კვლავ საქართველოს გვერდით იქნება მომდევნო არჩევნების მომზადების პროცესში“, - წერია ჟოზეპ ბორელის Twitter-ზე.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.