"სავარძლის ქვემოდან ავიღე რკინის მილი... მოვუქნიე ყველაზე ახლოს მდგარ ბიჭს" - რას ჰყვება დაკავებული მორაგბე

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი მო­რაგ­ბე, კლუბ "ას­კა­ნე­ლის" მწრთვნე­ლი ნიკა ჟვა­ნია ჩვე­ნე­ბა­ში 18 ივ­ნი­სის ღა­მის დე­ტა­ლებს ყვე­ბა. მას დახ­მა­რე­ბის­თვის არას­რულ­წლო­ვან­მა მი­მარ­თა, რო­მე­ლიც წვე­უ­ლე­ბა­ზე სცე­მეს:

"ნ.ც-მ და მის­მა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა მე გან­მი­ცხა­დეს, რომ თა­ნაკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ მათ­თვის უცხო ბი­ჭებ­თან, რომ­ლის დრო­საც ისი­ნი სცე­მეს და აცხა­დებ­დნენ, რომ ისევ უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად. მათ ეტყო­ბო­დათ, რომ იყ­ვნენ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ამას­თა­ნა­ვე, უკვე იყო გვი­ა­ნი ღამე, ჩემი მო­წო­დე­ბის პა­სუ­ხად, ნ.ც-მ გან­მი­ცხა­და, რომ ჩხუ­ბის ად­გი­ლას დარ­ჩე­ნი­ლი იყ­ვნენ მათი თა­ნაკ­ლა­სე­ლი და ასე­ვე ჩემი მე­გო­ბა­რი გ.მ და კი­დევ ერთი მათი თა­ნაკ­ლა­სე­ლი.

...ჩვენ წა­ვე­დით მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამ დროს მან­ქა­ნა­ში უკან მჯდომ­თა­გან, ერთ-ერთს, და­უ­კავ­შირ­და გ.მ და აც­ნო­ბა, რომ მათი მცე­მე­ლი ბი­ჭე­ბი ფე­ხით მო­დი­ოდ­ნენ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრა­სის პი­რას თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გ.მ-ს გან­მარ­ტე­ბით, მათ წინ მი­მა­ვა­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის გა­მოც მათ ეში­ნო­დათ, რომ ისევ ეცე­მათ და გვთხო­ვეს, მივ­სუ­ლი­ყა­ვით მათ­თან...

გა­ჩე­რე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლა­ნი გად­მო­ვე­დით მან­ქა­ნი­დან. გად­მოს­ვლი­სას, მე ჩემი სა­ვარ­ძლის ქვე­მო­დან ავი­ღე იქ არ­სე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 40 სან­ტი­მეტ­რი სიგ­რძის რკი­ნის მილი, რო­მე­ლიც მე მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე შევ­ნიშ­ნე იქ. ჩვენს თან­მხლე­ბებ­თან ერ­თად მი­ვე­დით ფე­ხით მო­მა­ვალ პი­როვ­ნე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ ექ­ვსნი. მის­ვლის­თა­ნა­ვე, ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი რკი­ნის მილი მო­ვუქ­ნიე ჩემ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდგარ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს" - აღნიშნავსვ ჩვე­ნე­ბა­ში ჟვა­ნია.

მო­რაგ­ბე ვერსხლის­ფერ "მერ­სე­დეს­ში" მძღო­ლის, ძი­უ­დო­ისტ გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლის გვერ­დით იჯდა. ეს უკა­ნას­კნე­ლი მცხე­თა­ში გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბას ეს­წრე­ბო­და, ად­გილ­ზე მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში წა­ვი­და და რო­გორც თა­ვად ამ­ტკი­ცებს, უკან დაბ­რუნ­და იმის­თვის, რომ მცხე­თა­ში დარ­ჩე­ნი­ლი კლა­სე­ლე­ბი უკან ჩა­მო­ეყ­ვა­ნა.