საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ ოპოზიცის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ამ ადამინს დაესხნენ და პირადად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს. არც მინდა გავიმეორო მათი ერთ-ერთი ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ. საოცრებაში და წარმოუდგენელ არაადეკვატურობაში გადავიდნენ...შევიდნენ ჩიხში საიდანაც გამოსავალი ვეღარ იპოვეს. ეს იყო მათი ბინძური განცხადებების მიზეზი, რითაც ბუნებრივია თავი დაიზიანეს. არაადეკვატურები გახდნენ ამ ბოლო პერიოდში, ისტერიკაში არიან, რომ ალბათ ვეღარ საზღვრავენ ბოლო პერიოდში რას აკეთებენ და როგორ მოქმედებენ“, -აღნიშნა მდინარაძემ.
გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების საგანი გიორგი რურუას გათავისუფლება არ ყოფილა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.