ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს მეუღლესთან ერთად გაეცნო

ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს მეუღლესთან ერთად გაეცნო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლები, ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ.

უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად ემზადება. მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე პირველ ნაკადს უნივერსიტეტი 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

თანამედროვე ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები, ევროპული სტანდარტის განათლება და კამპუსი, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს - პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საერთაშორისო უნივერისტეტის მშენებლობისთვის მილიარდი ევრო გამოყო. ლექტორ მასწავლებლებს კი საქართველოს პარალელურად ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში არჩევენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო.