მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული

დღეს არის ისტორიული დღე. ბოლო სამი ათეული წელია ვერ ხერხდებოდა ჩვენს ქვეყანაში პროპორციულზე, ან პროპორციულთან მიახლოებულ, სისტემაზე გადასვლა. ეს ჩვენ მოვახერხეთ - ამის შესახებ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს არის ისტორიული დღე და „ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა მათ მიერ დაორგანიზებული, პარლამენტს გარეთ ჩატარებული აქციით. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არა თუ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ. დღეს რით შეფუთავენ, რომელიმე კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნით თუ ა.შ. ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს შეთანხმების პირობები და ასევე წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ და აქცია დააორგანიზეს საქართველოს პარლამენტთან. ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ და ეს იყო საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.