ძალიან გახარებული ვარ. ის, რაც ძალიან დიდი ხნის სურვილი იყო მიღწეულია - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შეფასებისას.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ერთსულოვნება, რომელიც დაფიქსირდა იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც თავიდანვე განაცხადეს თანხმობა, რომ მხარი დაეჭირათ ამ ცვლილებისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა თითოეულ მათგანს. გულდასაწყვეტია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და ამით, მე ვფიქრობ, ტავი დაიზიანეს, რადგან ეს იყო იმ კონსენსუსის ნაწილი, რომელიც მიღწეულ იქნა 8 მარტს. ჩვენ გვახსოვს საერთაშორისო საზოგადოების და ფასილიტატორი ელჩების განცხადებები, როგორ მოუწოდებდნენ, რომ ამქსიმალურად მხარი დაეჭირათ და ის ვალდებულება, რომელიც ამ შეთანხმებით აიღეს, შეესრულებინათ.ბოლო დროინდელი ქმედებები ოპოზიციის იმდენად ალოგიკურია, რომ არ გვიკვირს მათგან ასეთი საქციელი“, - განაცხადა კუჭავამ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.