გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაზე: ეს ნამდვილად ემოციურია, ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაზე: ეს ნამდვილად ემოციურია, ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ

ეს ნამდვილად ემოციურია. ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შეფასებისას.

„ამან, პრინციპში, მთელ საზოგადოებაში უნდა მოიტანოს გარკვეული სიმშვიდე და პოლიტიკური პარტიები უკვე უნდა გადაეყონ საარჩევნო რეჟიმზე. ძალიან სამწუხარო, საყურადღებო და დასანანია ის, თუ როგორ უშლიდნენ ამას ხელს ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს სურვილი ჰქონდათ, ეს ცვლილება მიღებულიყო. მთელი „ნაცკლასტერი“ - ძველები, მათი შემადგენელი ნაწილები გადასულნი იყვნენ შეტევაზე, რომ ქვეყანაში სიტუაცია არეულიყო. დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, არ ვიცი, რა სიტყვა მოვიგონო, რომელიც პოლიტიკურიც იქნება და თან, ზუსტად გამოხატავს ამ პოლიტიკური ძალების ხასიათს, არსს... ძალიან კარგია, რომ დარბაზში არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც გაურიგდა მათ და საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ წავიდა“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.