პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, - წერია კანონპროექტში.

Aburjga Tasmanieli ნახეთ ერთი რა იბლუყუნა ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა პალიტრა ტვ-ზე, ნახეთ! ამისთანებს რომ ვუსმენ სულ გაკვირვებული ვარ, გაოცებული. როგორ შეიძლება სულიერად ჯანმრთელმა ადამიანმა რეალობა ისე დაინახოს როგორც ბატონი ფილოსოფოსი ხედავს?! მიუხედავად გერმანიის ელჩის სრულიად გარკვევით გამოთქმული შენიშვნებისა 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილის შინაარსის შესახებ, რომ იქ არავითარი პერსონიფიცირებული საკითხი არ ყოფილა ჩაწერილი და მითუმეტეს არც რურუას გათავისუფლება არ გათავისუფლებაზე ყოფილა ლაპარაკი, ეს კაცი ფირალიშვილი კიდევ ლაპარაკობს კონგრესმენების წერილზე, ჯიმ რიშზე და ა.შ. ვერ გავიგეო რატომ არ გაათავისუფლეს რურუაო, ბოლოს მაინც გაათავისუფლებენო და კიდევ ბევრი სხვა რამ მობოდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. არა, არ ვიცი რა ხდება რაშია საქმე...?! ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ რომ თავის დროზე სოკრატე სამართლიანად დასაჯეს!
4 წლის უკან