ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს.
იგი ამბობს, რომ ამ ლეღვის ნახარშით გარუჯვა არის ძალიან სახიფათო.
„კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო. ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმით, ვერანაირ რუჯს ვერ მიიღებენ, პირდაპირ ქიმიურ დამწვრობას მიიღებენ.
არც არის აუცილებელი მზეზე გასვლა. მთვარის სინათლეზეც კი ტრამვას მიიღებენ", - განაცხადა ქაშიბაძემ.