პირველი სატელეფონო ჩანაწერები არჩევნების შემდეგ. ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, კახა დამენია, გიორგი ნემსიწვერიძე - ჰქონდა თუ არა საგამოძიებო სამსახურს ამ ადამიანების მოსმენის უფლება. ფარული მასალების გამოქვეყნების შემდეგ გაჩენილ შეკითხვას ფინანსთა სამინისტრო სასამართლოს ნებართვის ამსახველი დოკუმენტებით პასუხობს. თუმცა სასამართლოში ამტკიცებენ, რომ სანქცია მხოლოდ ნემსიწვერიძესა და დამენიას მოსმენაზე იყო გაცემული. არასამთავრობო სექტორი პროკურატურას დამატებით ახსნა-განმარტებებს სთხოვს.