მანანა იაშვილი: დიდი თემაა ეს და მაწუხებს, თქვენ გაწუხებთ????

მანანა იაშვილი: დიდი თემაა ეს და მაწუხებს, თქვენ გაწუხებთ????

ჟურნალისტი მანანა იაშვილი სოციალირ ქსელში წერს:

"გული მიკვდება, ღამით, ტრასაზე მიმავალ, ზურგჩანთიან დაბნეული ბავშვების კადრებს რომ ვუყურებ. ცოტა ხანში გიორგი შაქარაშვილი გაქრება და მოკვდება. სხვა ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჩემს ქუჩაზე 13 წლის განმავლობაში ხშირად მომხდარა.

ამასწინათ, ისევ არ დამაძინეს მოხორხოცე, გადამთვრალმა სუბიექტებმა კაფე-ბარ "ბერნარიდან", დილისკენ უკვე გიტარა ჩართეს გამაძლიერებელით და ბოლო ხმაზე აბღავლდნენ. ჩავყვირე, ვილანძღე, მაგრამ აპპა! დილის 9-ზე პატრულში დავრეკე. სანამ ისინი მოვიდნენ, "ბერნარში" ისეთი ჩხუბი და მტვრევა ატყდა, რომ მეორედ მომიწია დარეკვა. მოვარდა პატრულიც და სასწრაფოც. დაწყნარდა სიტუაცია, დაშავებულებს პლასტირები მიაკრეს და წავიდა ინციდენტის ჩაფარცხვა; "ძმაკაცები არიან", "ჩვენები ცოტა დათვრნენ".. კერძო პირადი დაცვაც მოვიდა. სულ ბოლოს ჩემთან დარეკეს და პატრულმა ჩაიწერა ამბავი. მადლობა "მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისთვის" ისე გამომიცხადა, თითქოს მეუბნებოდა, მეტი არ შეგვაწუხოთო. სიცილი ამიტყდა. მართლაც ბოლოს, ხაზგასმით დაამატა, რომ ხმაურის შემთხვევაში, მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართეთო. უპს! აი, რომ არ დამერეკა და ჩაეხოცათ ერთმანეთი, როგორც ხშირად მომხდარა ჩვენ ქალაქში, მერია უშველიდა? აი, მერე რომ ტყდება მედიაში და საზოგადოებაში ისტერიკა, რატომ მოხდაო, მე ვკითხულობ, რა შეიცვალა პარტრულის ფუნქციებში? რას ნიშნავს საზოგადოებრივი წესრიგი? იქნებ რაღაც ახალს ნიშნავს, ისევე, როგორც სკოლებში უსწავლელობა, პირად ექიმებში რეგისტრატორის ფუნქციის მინიჭება, რომლისგანაც მთლიანად ჩვენ ვზარალდებით. ახლა არჩევნების კანონზე მიდის გაუთავებელი ყიყინი. ვის რაში აინტერესებს, მაინც ისე იქნება, რომ ან ნაგავი უნდა აირჩიონ, ან აყროლებული ნაგავი, ან შეფარული ნაგავი. აი, ჩუმ-ჩუმად მიღებულ რეგულაციებზე არასოდეს არავინ ლაპარაკობს, არც კანონების და ბრძანებულებების ხარვეზებზე ლაპარაკობს ვინმე, რადგან ვიღაცას ეს აწყობს. სანამ ტრაგედია არ მოხდება, პრევენცია შეუძლებელია და მერე მშობლებს ბრალდება გაუნათლებლობა, ბავშვის დაავადმყოფება (ნარკომანია, ლუდომანია) და მკვლელობა. დიდი თემაა ეს და მაწუხებს, თქვენ გაწუხებთ????"