ჩინურმა კომპანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო შესაძლო ვაქცინის წარმატებით გამოცდის შესახებ განაცხადა

ჩინურმა კომპანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო შესაძლო ვაქცინის წარმატებით გამოცდის შესახებ განაცხადა

ჩინურმა კომპანია China National Biotec Group-მა (CNBG) განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო შესაძლო ვაქცინა წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მათივე ცნობით, კვლევის ყველა მონაწილეს, რომელსაც ეს პრეპარატი სხეულში შეუყვანეს, მყარი ანტისხეული გამოუმუშავდა. საუბარია 1120 ადამიანზე.

ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომლსაც ჩინური კომპანია ამზადებს. პირველმა პრეპარაპტმა მოკლევადიან პერიოდში ასევე წარმატებული შედეგი აჩვენა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.