ევროკავშირის რეკომანდაცია: ევროპის საზღვრები საქართველოსთვის 1 ივლისიდან იხსნება

ევროკავშირის რეკომანდაცია: ევროპის საზღვრები საქართველოსთვის 1 ივლისიდან იხსნება

ევროპის საზღვრები საქართველოსთვის 1 ივლისიდან იხსნება. ევროკომისიამ 27 ივნისს დაამტკიცა მესამე ქვეყნებისა სია, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა, "ლე მონდი" ავრცელებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მიერ მიღებული ჩამონათვალში ის 15 სახელმწიფოა, რომლებსაც ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო ცალკეული სახელმწიფოებისთვის არ არის, მაგრამ ამარტივებს ორმხრივ შეთანხმებებს სახელმწიფოთა შორის.

საქართველოსთან ერთად ევროკავშირი რეკომენდაციას კიდევ 14 სახელმწიფოს უწევს: ავსტრალიას, კანადას, იაპონიას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, რუანდას, სერბეთს, სამხრეთ კორეას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, ასევე ჩინეთს, თუმცა ერთი პირობით - თვითონაც უნდა გადაედგა საპასუხო ნაბიჯი.