ნიკოლოზ მეტრეველი: ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსი მხოლოდ მას არ ეკუთვნის და რეალურად

ნიკოლოზ მეტრეველი: ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსი მხოლოდ მას არ ეკუთვნის და რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" კარგად დაგეგმილი მესიჯია

ფსევდო ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტს არც გამოვეხმაურებოდი, რომ არა რამდენიმე გარემოება, -  წერს ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

  1. ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსი მხოლოდ მას არ ეკუთვნის და რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" კარგად დაგეგმილი მესიჯია, ე.წ თემის დატესტვა. ამას ადასტურებს მათი პარტიული აქტივის და ტროლების აქტიურობაც აღნიშნულ პოსტის ქვეშ.
  2. მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილს ვერ დააბრალეს რაიმე სახის კავშირი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეთან ( მკითხველი ალბათ, ფიქრობს რა კავშირი შეიძლება ბატონ ივანიშვილს ჰქონოდა ამ ტრაგედიასთან? ცხადია არავითარი, მაგრამ დესტრუქციული ძალები ყველა ცუდი ამბის მასთან დაკავშირებას ცდილობენ ).

ამოქმედდა სათადარიგო გეგმა, რომლის მიზანია როგორმე მოხდეს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს შორის პარალელების გავლება, რომ თითქოს დღესაც სისტემამ ჩაიდინა ძალადობრივი აქტი, რაც ბუნებრივია ყოვლად ამორალური საქციელია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინც იდგა 2006 წლის 28 იანვარს მომხდარი ბოროტების უკან, ამას ადასტრურებს სტრასბურგის დასკვნაც!

გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ: კრიმინალების „პარტიებმა“ და მათი „ფეიკმედია“ საშუალებების უფროსებმა კარგად იციან არჩევნები უკვე არჩევნებამდე წაგებული აქვთ, მაგრამ დარჩენილ დროში მაინც ცდილობენ სიბინძურის უსაზღრო დოზით გაჯერებული პროვოკაციების მოწყობას.

კარგად დაფიქრდნენ, ნორმალური ადამიანების მოთმინებასაც აქვს საზღვარი!

 

Katana . ამ სტატუსის წამკითხველი იფიქრებ, იდიოტია ეს ქალიო!.. მაგრამ ასე არ არის. ნანუკას, როგორც ნებისმიერ ნაცს, შეუძლია თამამად გაიმეოროს გერმანელი დიდი ნაცისტის პერიფრაზი: - მე არა მაქვს და არც მჭირდება სინდისი, - ჩემი სინდისი სააკაშვილია!
3 წლის უკან
Maverick Katana, 100%!
3 წლის უკან
არაგველი641 Katana, 100%
3 წლის უკან