ვლადიმერ ბოჟაძე:

ვლადიმერ ბოჟაძე: "მაჟორიტარობის კანდიდატის" მეუღლის შეკვეთით კუდის მიერ მოკლული გირგვლიანის საქმის შედარება შაქარაშვილის ტრაგედიასთან არის სამარცხვინო

ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ნაციონალური მოძრაობა", "გაქცეული პრეზიდენტი" და მათი ზონდერ-ჟურნალისტები, იმის მაგივრად რომ გირგვლიანის, რობაქიძის, 7 ნოემბერის, 26 მაისისა და სხვა უამრავი ტრაგედიის გამო ბოდიშებს იხდიდნენ, აგერ უკვე მერვე წელია ცდილობონ თითქოსდა პარალელების გავლებას სხვადასხვა ტრაგედიებსა და თარიღებს შორის. ახლა უკვე "მაჟორიტარობის კანდიდატის" მეუღლის შეკვეთით კუდის მიერ მოკლული გირგვლიანის საქმის შედარება(იხილეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება) შაქარაშვილის ტრაგედიასთან არის სამარცხვინო მცდელობა კიდევ ერთხელ არ აღიარო "ნაცმოძრაობის" სისტემური დანაშაული და დაანახო საზოგადოებას, რომ განა მხოლოდ არ ინანიებ ცოდვებს, არამედ (ღმერთმა და ამომრჩეველმა არ ქნას არასდროს) ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში მზად ხარ 100-ჯერ მეტი უბედურება დაატრიალო.

Aburjga Tasmanieli რა ხდება, რაშია საქმე, რა ნართაულებია?!
3 წლის უკან