"იცოდნენ, რაც მოხდა და მთელი ქვეყანა, ოჯახი, პოლიცია, საზოგადოება, სამი დღე ეძებდნენ ბავშვს"

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:

“დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ამბობს,- მათ გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა და მცხეთაში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი, შედარებით უმცროსი ასაკის პირები ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ.

ანუ გესმით რა ხდება? ტიპებმა იცოდნენ რაც მოხდა და მთელი ქვეყანა, ოჯახი, პოლიცია, საზოგადოება, სამი დღე ეძებდნენ ბავშვს მდინარეში ხომ არ დაიხრჩო, იქნებ ცოცხალი იყოსო...

აი ასეთ საზოგადოებაში ვის რა ფეხებად უნდა ხალხნო მაგათი ნათამაშები რაგბი, გნებავთ ფეხბურთი და გნებავთ ბალეტი, ან საერთოდ ნებისმიერი პროფესია?

„ნუ დავღუპავთ მაგათ მაინც“- ამ უპასუხისმგებლო და ტუტუცურმა მორალისტებმაც მოკლეს ის ბიჭი რომ იცოდეთ!”

Aburjga Tasmanieli აბა კაცო, მაგათ მაინც ნუ დავღუპავთ?! ვაა.... ?! მოკლეს, ან აიძულეს, რომ მომკვდარიყო ასეთი კარგი , მართლა შაქარა ყმაწვილი და 4 დღე პოლიცია და მაშველები ეძებდნენ ცხედარს!!! იმის ვაჟკაცობაც არ ეყოთ, რომ ეთქვათ მაინც შემოგვაკვდა, გაიქცა, გადავარდა და დაიღუპაო... ეს იმიტომ, რომ მაგათ ჰგონიათ კაცმა თუ ვერ დაინახა ღმერთი არ უყურებს და ვერ ხედავს! ღვთის სამართალს ვერავინ წაუვა!
4 წლის უკან