ბერძენიშვილი გერმანიის ელჩის ლანძღვაზე გადავიდა - შრიოდერის წრეში იყო და პიეტეტები აქვს რუსეთთან მიმართებაში

ბერძენიშვილი გერმანიის ელჩის ლანძღვაზე გადავიდა - შრიოდერის წრეში იყო და პიეტეტები აქვს რუსეთთან მიმართებაში

„მე არ მგონია რომ გერმანიის ერთ-ერთი ყოფილი კანცლერისთვის საამაყო იყოს „გაზპრომთან" თანამშრომლობა. ეს (გერმანიის) ელჩიც (ჰუბერტ ქნირში) შრიოდერის წრეში იყო და შესაძლოა მას გარკვეულწილათ პიეტეტები ან მეტი სიფრთხილე აქვს რუსეთთან მიმართებაში, ამ თვალსაზრისით ამოვარდნილია ამ საერთო სივრციდან", - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის ელჩის განცხადების ტონი და შინაარსი მნიშვნელოვნად განსხვავდება აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებისაგან.

„ჩვენც გვყოლია ესეთი ელჩები,, სხვა ქვეყნებსაც ჰყოლიათ ჩვენთან, რომლებიც მაინცდამაინც აპლოდისმენტებით არ გაუცილებით აქედან.

„როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ბატონი ჰარცელი, ასევე ამერიკის ელჩი სრულიად სხვა ტონალობით საუბრობენ და სახელებსა და გვარებზე არ ამბობენ. რურუა თუ არ ეწერა, უგულავა ეწერა თუ ოქრუაშვილი?!", - განაცხადა ბერძენიშვილმა

პარასკევს საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა და საპარლამენტო ოპოზიციას ურჩია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

Maverick ბიჯო, ეგეთი სახედარი როგორ ხარ, რომ შენი ცხვირია იქეთ ვერაფერსა ხედამ, ჰააააააააა!
4 წლის უკან
Katana . " რურუა თუ არ ეწერა, უგულავა ეწერა თუ ოქრუაშვილი?!"
:))
ქურდს რომ ყური უგდო, დღეში ათჯერ გამოტყდებაო!..
ამას არ გეუბნებიან ამდენი ხანი - არც ერთი არ ეწერა და, რაც არ ეწერა შეთანხმებაში, იმის შესრულებას რა პონტში ითხოვთო?!
ვაა, ეს რა უტიფარი ხალხია, კაცოო!..
4 წლის უკან
თუთაშხა ქვეყნის დაქცევაა რომ ამისთანა ხალხს უნდა ხელისუფლებაში მოსვლა! ამათ ხმას რომ მისცე ქვეყნის მოღალატე ხარ! ტიპი უტიფრობის მწვერვალია!
4 წლის უკან
Maverick დოქსოპულო „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერო დავით ბეძღრენიშვილო, შენ საერთოდ დედა თუ გყავდა?!
4 წლის უკან