"ოდესმე ვინმეს რომ ეთქვა, მთავრობის, ხელისუფლების თუ კიდევ ვიღაცების მიმართ სითბოს ვიგრძნობდი, ალბათ, გავგიჟდებოდი, მაგრამ ახლა ვგრძნობდი, რომ ვიღაცას ჩემს თანამემამულეებზე შესტკიოდა გული", - ამის შესახებ განცხადებას დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე აკეთებს.
მისი თქმით, პანდემისს დროს "მთავრობასა და მოსახლეობას საერთო სულისკვეთება ჰქონდათ".
"ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიოდნენ ხალხთან და ვხედავდი, რომ გულწრფელად ღელავდნენ. რომ მახსენდება ჩვენი ექიმები - დაღლილები, ღამენათევები, ჩაშავებული თვალებით, ამის არდანახვა ამაზრზენია.
გახარია მომწონს და რა ვქნა?! მისი ადამიანობა მომწონს. იმ 9 წლის "კატასტროფამ" ვერ გაიგო, რით შეაზიზღეს ადამიანებს თავი. მათ ცინიზმით შეაძულეს თავი ყველას, თორემ ცუდია ბათუმი?! მარტვილის კანიონიც მომწონს - სანახაობრივიცაა და ხალხიც არის დასაქმებული. მათ დროს მილიცია პოლიციამ ჩაანაცვლა, საგზაო ინსპექცია აღარ არსებობს. რაც კარგია, უნდა დაინახო, მაგრამ კარგი საქმეების პარალელურად იმ ხელისუფლებისგან წამოვიდა ბოროტება, რაც ვერ აიტანა ხალხმა", - განაცხადა გოგი ჭიჭინაძემ "კვირის პალიტრასთან".