თამთა მეგრელიშვილი: გამოძიების დასრულების შემდეგ, დამნაშავეს მართლმსაჯულება გასცემს პასუხს. თქვენ კი კრიმინალურ ოპოზიციას, 31 ოქტომბერს ხალხი ვერდიქტს გამოგიტანთ

თამთა მეგრელიშვილი: გამოძიების დასრულების შემდეგ, დამნაშავეს მართლმსაჯულება გასცემს პასუხს. თქვენ კი კრიმინალურ ოპოზიციას, 31 ოქტომბერს ხალხი ვერდიქტს გამოგიტანთ

,,დამნაშავე ძალა -"ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ იარაღს ვეღარ გვიმიზნებს და არანაკლებ საშიში ემოციური იარაღის გამოყენებაზე გადავიდა - პოლიტიკურ პროცესებში რყევებისა და სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მიზნით გასული წლის 20-21 ივნისს პარლამენტის შტურმის მცდელობიდან დღემდე ემოციის იარაღიდან არაერთი გასროლა განხორციელდა. საბედნიეროდ ამ იარაღიდან გასროლილი ტყვიები სამიზნეს ასცდა.  ამჯერად კი მისი გამოყენება მედიასაშუალებებიდან “ფეიკნიუსებით” გრძელდება”,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ,,მთავარი არხის“ ეთერში,  გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

იურისტის თქმით,  ოდესღაც გადაღებული საერთო ფოტოებით პირის მფარველობაში ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დადანაშაულება პირდაპირი პოლიტიკური მიზნითაც ვერ გამართლდება

,,19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს. ბრალდებული პირები კი უდანაშაულოდ ითვლებიან, ვიდრე მათი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. მთავარი არხის სიუჟეტი ვარაუდებზე აიგო, რაც საზოგადოებაში კიდევ უფრო მძიმე და უარყოფითი ემოციების გაღვივებას უწყობს ხელს. გამოძიების პროცესში ბრალდებულების მფარველობის მტკიცება არ არის სწორი. სიუჟეტში ფაქტები არსად ჩანს. ოდესღაც გადაღებული საერთო ფოტოებით პირის მფარველობაში ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დადანაშაულება პირდაპირი პოლიტიკური მიზნითაც ვერ გამართლდება. საკითხის ამგვარი გაშუქება, კერძოდ, გაშუქებისას საკითხისადმი გამოვლენილი ცალმხრივი დამოკიდებულება,საზოგადოებაში ქმნის და აღრმავებს განწყობას, რომ "ჟურნალისტი" მხარეა.

ჟურანალისტი ვალდებულია თავი შეიკავოს შეფასებითი გამოთქმებისა და ფრაზებისაგან და მაქსიმალურად ეცადოს, რომ წარმოჩნდეს ნეიტრალურ მხარედ.

გამოძიების დასრულების შემდეგ დამნაშავეს მართლმსაჯულება გასცემს პასუხს.

აი,თქვენ კი კრიმინალურ ოპოზიციას, როგორც ყველაფერზე წამსვლელ ძალას, 31 ოქტომბერს ხალხი ვერდიქტს გამოგიტანთ!

 

...