„ერთ ფასილიტატორს, რომელსაც გიორგი რურუას ბიოგრაფიის თავისებურებანი გააცნეს, გაოცებულს უთქვამს-კი მაგრამ, ასეთი მაფიოზი და სერიული მკვლელი თუ იყო, თავისუფლებაზე როგორღა აჩერებდითო“

„ერთ ფასილიტატორს, რომელსაც გიორგი რურუას ბიოგრაფიის თავისებურებანი გააცნეს, გაოცებულს უთქვამს-კი მაგრამ, ასეთი მაფიოზი და სერიული მკვლელი თუ იყო, თავისუფლებაზე როგორღა აჩერებდითო“

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერ:

„ერთ ფასილიტატორს, რომელსაც გიორგი რურუას ბიოგრაფიის თავისებურებანი გააცნეს, გაოცებულს უთქვამს-კი მაგრამ, ასეთი მაფიოზი და სერიული მკვლელი თუ იყო, თავისუფლებაზე როგორღა აჩერებდითო.

ახლა ამ მრავალგინებაგადანახად შალვას უთქვამს -გერმანიის ელჩი ბიძინასგან იღებს ფულსო.

დაახლოებით იგივე სიბრიყვე დააბრეხვა ბოკერიამ და გოცირეძემ.

ბევრი ვერ აცნობიერებს, რა დონის მავნებლობასთან გვაქვს საქმე.

ახლა ასე დავაყენოთ საკითხი.

კაცი არჩევნებში რომ გაიმარჯვებს და იმას გადააბარებს ადგილს, ვის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც ხმა მისცეს. მერე მასვე რომ გაეგზავნება ვაშინგტონში "დაუნ ვი დიქტეიტეს " საძახებლად, იქაურების დასარწმუნებლად, რომ სააკაშვილის ოპოზიცია ასეთი იდიოტებისგან შედგება. და მაინც რომ მუდმივად აქვს 4-5% .

ან კიდევ, ის ხალხი, რომელიც მრავალი სისაძაგლის ჩადენის შემდეგ კვლავ ტივტივებენ და ბოლოს იმდენი ქნეს, რომ საქართველოს დასავლური ვექტორი ყოვლად წარმოუდგენელი, მიუღებელი და ამაზრზენი ალტერნატივის წინაშე დააყენეს.- ან რურუა აღიარეთ პოლიტპატიმრად, ან აშშ აღარ იქნება ჩვენი პარტნიორი- როგორ შეიძლება რაიმე მხარდაჭერით სარგებლობდეს?

ზოგიერთმა მისაყვედურა, რომ ხელისუფლების მიმართ უფრო ნაკლებ კრიტიკული ვარ, ვიდრე ე.წ. ოპოზიციის..

მართალია.

ვინაიდან დღევანდელი ხელისუფლება უამრავი შეცდომის, ენდემური და საერთო ადამიანური ნაკლოვანებების მიუხედავად, არ ქმნის ტერორისტულ რეჟიმს, და მასთან შესაძლებელია პოლიტიკური მეთოდებით ოპონირება.

ესენი კი ნამდვილი მანიაკები და მავნებლები არიან, სამშობლოს ღალატში გაწაფული დემაგოგები,რომლებსაც საერთოდ დაკარგული აქვთ რაიმე სახის ზნეობრივი მდგენელი.

ამიტომაც სულ ვამბობდი და ვამბობ,რომ რომ ნორმალური ატმოსფეროს შექმნა მხოლოდ ამ ხალხის პოლიტიკური ველიდან გაყვანის შემდეგ შეიძლება.

ამიტომ, იმ ფასილიტატორის არ იყოს, ისე არ გაგვიხდეს საქმე, რომ მთავარმა ფასილიტატორმა არ დაგვისვას ასეთი კითხვა:

კი მაგრამ, თუ იცოდით, რომ ასეთი მავნებლები,, ეკლესიის და ტრადიციის მტრები და სამშობლოს გამყიდველები იყვნენ, გარეთ თავისუფლად როგორ დადიოდნენ და ამდენ ხმებს როგორ აძლევდითო?

აბსოლუტურად სწორი კითხვა იქნება, დამეთანხმეთ.“