ვინ არის გოგო, რომლის დაბადების დღიდან დაიწყო შაქარაშვილის ტრაგედია - როგორ მოხვდნენ საბურთალოელები და ნახალოვკელები ერთად

ვინ არის გოგო, რომლის დაბადების დღიდან დაიწყო შაქარაშვილის ტრაგედია - როგორ მოხვდნენ საბურთალოელები და ნახალოვკელები ერთად

გოგონა, რომლის დაბადების დღის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, "2020NEWS"-ის ინფორმაციით, 22 წლის ანი გაბეჩავაა.

როგორც სააგენტოს ინფორმირებული წყარო უყვება, იუბილარმა გაბეჩავამ საკუთარი დაბადების დღის წვეულების ბილეთები გაყიდა, რადგან უფრო მეტი თანატოლი შეეკრიბა და წვეულებაც უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო. სწორედ ასე მოხვდნენ ერთმანეთისთვის უცხო "საბურთალოელი" და "ნახალოვკელი" ახალგაზრდები ერთმანეთის გვერდით.

„როგორც მე ვიცი, „ნახალოვკელები" და „საბურთალოელები" უცხოები იყვნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ, გიორგი ამ დაბადების დღეზე თავის სამ გუნდელთან ერთად იმყოფებოდა, რადგან ანი და ის ახლო მეგობრები იყვნენ", - ამბობს ინფორმაციული წყარო.

როგორ დაიწყო ჩხუბი, უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, შელაპარაკება მოყვა კითხვას - შენ რა უბნელი ხარ? ნახალოვკელმა ახალგაზრდამ კითხა ერთ-ერთ ბიჭს, მან რომ უპასუხა საბურთალოელი ვარო, ნახალოვკელმა უთხრა, ე.ი. უცხო ყოფილხარო... ეს იუკადრისა მეორემ, რას ქვია უცხოო, - ყველა უცხოსო და შეიგინა. ამის გამო დაიწყო კონფლიქტი. თუმცა თავად გარდაცვლილი, გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა.