მაგარი კი არა, კურდღლები ხართ! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს.
„კურდღლები ხართ, რატომ იცი?! ამისთვის, რომ ემზადებოდით ბიჭო! კარგი დავუბრუნდები აკადემიურ სტილს. ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით და იქ რაღაც ჯგუფური ბრეინსტორმინგები რომ მოაწყვეთ და იქიდან რომ იმუქრებოდით,"- მიმართა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.