პრემიერი ოპოზიციას: მაკო გომურის სახელს აი ასე, თქვენ დღეში ასჯერ აქ რომ ასახელებთ, არ ვიყენებ

პრემიერი ოპოზიციას: მაკო გომურის სახელს აი ასე, თქვენ დღეში ასჯერ აქ რომ ასახელებთ, არ ვიყენებ

სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ადამიანები დაშავდნენ, უკიდურესად სამწუხაროა, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში 20 ივნისის ღამეზე საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას მიმართა და ისინი იმ ღამეს დაზარალებულების ტრაგედიის პოლიტიკურად გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ნუ გგონიათ, რომ თქვენ უფრო მეტად წუხართ. თქვენ რატომ არ წუხართ, იცით? იმიტომ რომ თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და ამ არ ვიყენებთ. მე მაკო გომურის სახელს აი ასე, თქვენ დღეში ასჯერ აქ რომ ასახელებთ, არ ვიყენებ. ეს არის ჩვენ შორის განსხვავება და ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემ შორის. ეს დაიმახსოვრეთ კარგად“, - განაცხადა გახარიამ.