პრემიერი: სახელმწიფო 560 ათას ადამიანს დაეხმარა, მათ შორის თვითდასაქმებულებს, სოციალურად დაუცველებს და შშმ პირებს

პრემიერი: სახელმწიფო 560 ათას ადამიანს დაეხმარა, მათ შორის თვითდასაქმებულებს, სოციალურად დაუცველებს და შშმ პირებს

დღევანდელ დღემდე 560 ათასმა ადამიანმა მიიღო დახმარება. ეს არის ფაქტი და ამას აჩვენებს ფინანსთა სამინისტროს ხაზინიდან არსებული გადარიცხვები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„შეიძლება ბევრი ვიდაოთ, ბევრია, ცოტააა, საკმარისია ... ვიღაც 10 ათასს მისცემდა, მაგალითად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაპირდებოდა ყოველი შემთხვევისთვის. აქედან 99 336 თვითდასაქმებულს ჩაერიცხა 300 ლარი. 90 775 მოქალაქეს ჩაერიცხა 200 ლარი. რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში იქნება 1 200 ლარი. 196 496 ადამინს, რომელთაც აქვთ 65 000-დან 100 000 ქულამდე ჩაერიცხათ დახმარება. ასევე 22 900 ადამიანს, მრავალშვილიან ოჯახს ჩაერიცხათ დახმარება. 42 000 შშმ პირს და ბავშვს ჩაერიცხა ეს დახმარება“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე 28 000-მა ფერმერმა მიიღო ჰექტარზე 200-ლარიანი დახმარება. 72 000-მა ფერმერმა ისარგებლა აგროდიზელით. „აქ ითქვა, რომ 300 000 ადამიანი მოვატყუეთ. არავინ არ მოგვიტყუებია. ბოლომდე მივალთ, ჯერ დროც გვაქვს“, - აღნიშნა გახარიამ.