გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ადრე რესურსი ჰქონდათ და სადისტები იყვნენ, ახლა რესურსი აღარ აქვთ და მაზოხისტები გახდნენ

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ადრე რესურსი ჰქონდათ და სადისტები იყვნენ, ახლა რესურსი აღარ აქვთ და მაზოხისტები გახდნენ

თემა არ დატოვა, პრინციპში, ჩააბარა ანგარიში საზოგადოებას , - ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენას პარლამენტში. გიორგი ვოლსკის თქმით, დეპუტატებმა გიორგი გახარიას საინტერესო შეკითხვები დაუსვეს, თუმცა ოპოზიციის მიდგომას ამ პროცესისადმი ვოლსკიმ „მაზოხისტური“ უწოდა.

„ადრე სადისტები იყვნენ, ამის რესურსი ჰქონდათ. ახლა ამის რესურსი არ აქვთ, გახდნენ მაზოხისტები. არასწორად სვამენ შეკითხვებს, თორემ აქედანაც შეიძლება ამორჩევა ძალიან საინტერესო საკითხების, რამდენიმესი სულ. მაგრამ თვითონ ფორმა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ურთიერთობისა აი ამ ანგარიშთან არის, როგორც ყოველთვის, დესტრუქციული“, - განაცხადა ვოლსკიმ.