გიორგი გახარიამ განმარტა როდის გამოიყენებს მთავრობა კოვიდ ფონდში დაგროვილ თანხას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, ამ თანხებთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე კითხვა გაისმა, ამიტომ მან დეპუტატებს განუმარტა, რომ თანხას მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღის სამართავად ინახავს. საჭირო დროს კი ფული ოპოზიციის რჩევების გათვალისწინებით დაიხარჯება.
„ბატონებო, თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ. ზუსტად გაგახსენებთ ამას, თქვენ რომ არ დაიწყოთ პოლიტიკური სპეკულაციები, გეტყვით, რომ თქვენ როგორც გვირჩიეთ, ზუსტად ასე გამოვიყენებთ მეთქი და გაგახსენებთ ამას“, - განაცხადა გახარიამ.