პრემიერი: სამხუწაროდ, ოპოზიციის მიერ დასმული არც ერთი შინაარსობრივი კითხვა არ მახსენდება

პრემიერი: სამხუწაროდ, ოპოზიციის მიერ დასმული არც ერთი შინაარსობრივი კითხვა არ მახსენდება

დღევანდელმა მოსმენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბევრი უკვე შესულია წინასაარჩევნო პროცესში და ჩვენ მოქალაქეებთან ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ერთ-ერთი კითხვა იყო, მახსოვს თუ არა ოპოზიციის მიერ დასმული ერთი შინაარსობრივი კითხვა - სამწუხაროდ, არა. ამას გავყვები ახლა გვარების მიხედვით და შეფასებას მივანდობ ჩვენს მოქალაქეებს, ერთადერთი თხოვნით - ქვეყანაში სულ მალე საპარლამენტო არჩევნები იქნება და დღევანდელმა მოსმენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბევრი უკვე შესულია წინასაარჩევნო პროცესში და ჩვენ მოქალაქეებთან ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები სწორ დასკვნებს გააკეთებენ“, - განაცხადა გახარიამ.