სიმინდის მაფინები სოსისით

სიმინდის მაფინები სოსისით

ფუმფულა მაფინები სიმინდის ფქვილით ამერიკული კულინარიის საუკეთესო ტრადიციებში

ინგრედიენტები

გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ

ფქვილი - 1/2 ჭიქა

სიმინდის ფქვილი - 1 ჭიქა

რძე - 1/2

კვერცხი - 1

სოდა - 1/2 ჩ.კ

კარაქი ან მარგარინი - 50 გ

კეფირი - 1 ჭ

სოსისი - 5-6

მარილი

მომზადების წესები

გავახუროთ ღუმელი 220 გრადუსზე.

შევურიოთ ორივე სახის ფქვილი, დავამატოტ მარილი და ავურიოთ.

ცალკე ჯამში ავურიოთ რძე, კეფირი და კვერცხი. დავამატოთ სოდა და გამაფხვიერებელი. შემდეგ დავამატოთ მშრალ ინგრედიენტებს და კარგად ავურიოთ.

ბოლოს ვამატებთ გამდნარ კარაქს (შეიძლება ზეთით ჩავანაცვლოთ), მოვურიოთ და მაფინის ფორმებში გავანაწილოთ.

სოსისები 2 სმ ზომაზე დავჭრათ და ჩავუდოთ მაფინებს გულში. ვაცხოთ 10-15 წუთი.