„კითხვა რომ დავსვა, ამისთვის მჭირდება, რომ ჩვენი ოპოზიციის რადიკალურ-კრიმინალური ნაწილის ზოგიერთ გამონათქვამს შევეხო. კახიძემ თქვა, რომ „20 ივნისი არ გიხსენებიათო". ბატონო ოთარ, თქვენ უნდა გეხსენებინათ, იმიტომ რომ ეს ჩვენს გეგმებში არ შედიოდა და ის იყო თქვენი მავნებლური და დანაშაულებრივი გეგმის ნაწილი. სამადაშვილმა თქვა - „კრიმინალური ავტორიტეტები გეხმარებიანო" და შევახსენებ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი არის, მაგალითად, გიორგი რურუა. ახსენა „დათვის ტყვიები" - ეს არის ტყუილი! თინა ბოკუჩავამ - „პრეზიდენტს სკამი ბიძინა ივანიშვილმა უყიდაო" ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა და მილიონ ორასი ათასი ადამიანის მძიმე შეურაცხყოფა. „მოპარული მილიონებიო" ეგ არის უგულავა. გოგორიშვილმა „წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ქედი არ მოუხრია თქვენს წინაშეო", დეპუტატებმა ქედი მოიხარეს ქართული ჯარის წინაშე. გოცირიძე „ფეიკ ნიუსების" მხარეს დადგა, როგორც ეს გააკეთეს მათ, მაგალითად, კოვიდ ინფექციის მხარეს როდესაც დადგნენ. რატიანმა სპეკულაცია გააღრმავა და კონკრეტულ ადამიანზე, დაშავებულ ადამიანზე თქვა, რომ აღიარეს დაზარალებულადო და შეუძლებელია არ იცოდეს, რომ დაზარალებულად ცნობა ხდება და არა აღიარება, ამ სიტყვაშიც კი სპეკულირებენ. ნატო ჩხეიძემ „ლოკალური ამნეზიაო" ახსენა და ქალბატონ ნატოს გავახსენებ თუ არ ახსოვს, რომ ჟურნალისტებზე არის ხელფასები დასარიგებელი. ირაკლი აბესაძე უფრო ღრმად შევიდა სპეკულაციურ თემებში და „ხალხი უარს ამბობს უპერსპექტივო განცდით მუშაობაზეო" - ეს ახალი ტერმინოლოგია შემოიტანა. კანდელაკი აქეთ საუბრობს გავრილოვზე, თავად კანდელაკი შეგახსენებთ, რომ გახლავთ ცნობილი რეზოლუციის ხელმომწერი. და ბოლოს, ქალბატონმა ელენემ „გადაეცით სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდიაო" და რა ვიცი, ქალბატონო ელენე, იქით იქნებ გეკითხათ რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანს თქვენნაირი „ძლიერი" ოპოზიციის მიმართ. გუშინ ჟურნალისტებს ინტერვიუ მივეცი, სადაც ვსაუბრობდი, რომ ხვალ ერთადერთი მიზანი ამ კრიმინალური ოპოზიციის რაც იქნება, იქნება პრემიერი დაზიანება თქო, და ხომ არ გამოყოფდით, რომელიმე კითხვა ხომ არ დაგამახსოვრდათ, რომელიც გარდა სპეკულაციისა და პოპულიზმისა, რაიმე თემაზე და შედეგზე იყო ორიენტირებული. რომელიც რაღაცას მოგვცემს, საზოგადოებას რამეში წაადგება და რაღაცისკენ მოგიწოდებთ, რომ რამე ისე კი არ გააკეთოთ, როგორც აკეთებთ, არამედ ცოტა სხვანაირად, რომ მოქალაქეს იქნებ ასე უფრო სჭირდება. რომელიმე ასეთ კითხვას ხომ არ გამოყოფდით ამ ადამიანების კითხვებიდან?, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.