ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, გადაეცით სუს-სა და ბიძინა ივანიშვილს, ფეხებზე გვკიდიაო და, რა ვიცი, ქალბატონო ელენე, იქით იქნებ გეკითხათ, რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანს თქვენნაირი „ძლიერი“ ოპოზიციის მიმართ? - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, ელენე ხოშტარიას.
იქამდე, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართა და თქვა: „კომიკურია თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია“.
საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს უსმენენ. პრემიერის მოსმენით დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდება. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება.