ელენე ხოშტარია პრემიერს: გადაეცით მაგ თქვენს სუს-სა და ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია

ელენე ხოშტარია პრემიერს: გადაეცით მაგ თქვენს სუს-სა და ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია

კომიკურია თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში, სადაც პრემიერი წლიური ანგარიშით წარსდგა.

„ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მე ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ დღეს 20 ივნისი არ ახსენეთ. მას შემდეგ, რაც დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით რა მოხდა და მერე წახვიდოდით და საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის სკამს კარგად ირგებთ. მას შემდეგ, რაც „ტროლების ქარხანამ“ დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებსა და კონკრეტულად მაკო გომურზე. ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან, უბრალოდ, რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?“, - განაცხადა ხოშტარიამ.

Aburjga Tasmanieli თქვენ რომ არ განაცხადოთ ისედაც ვიცით რა უზრდელი და უპასუხისმგებლო ბრძანდებით!
5 წლის უკან
amo დაბანილზე, თუ დაუბანელზე? თქვენი გამოთქმებით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ დაუბანელზე. ასე არაა საგარეო მინისტროვნა?
5 წლის უკან