სოფლის მეურნეობის სამინსიტროს თანამშრომლებს ეკუთვნით მადლობა, იმ წარმატებისთვის, რომელსაც მათ მიაღწიეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის დროს.
„დღეს შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში დაძლეულია, ამას საერთაშორისო შეფასებებიც მოჰყვა და საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ, ჩვენებს უბრალოდ არ სცალიათ, თორემ მათ ბევრგან ეძახიან ამ გამოცდილების გასაზიარებლად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს უსმენენ. პრემიერის მოსმენით დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდება. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება.