ჩუბინაშვილის 59-ში საერთო სარგებლობის აივანი მოეწყო

ჩუბინაშვილის 59-ში საერთო სარგებლობის აივანი მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ჩუბინაშვილისს ქ. N59-ში, საერთო სარგებლობის აივანი მოეწყო. პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოები ჩუღურეთის რიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 15,000 ლარია. მსგავსი სამუშაოები რაიონში კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს ხოლო ოთხზე, უკვე დასრულდა.