დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე გადაცემა „რეაქციაში“ ამბობს, რომ ოჯახს გამოძიების მიმართ ჯერჯერობით უნდობლობა არ აქვს.
„გონივრული ვადები ყველა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არის ინდივიადუალური. როდესაც გამოძიება გონივრული ფარგლებს გარეთ გადის, დამნაშავეების გამოვლენის თვალსაზრისით, ამის შემდეგ ჩნდება პროტესტიც და ეს არის სამართლიანი.
დღევანდელი მონაცემებით ოჯახი თვლის, რომ ჯერჯერობით ჩვენ მივდივართ გონივრულ ფარგლებში. საზოგადოება დაინტერესებულია დამნაშავეების გამოკვეთით და თქვენ წარმოიდგინეთ ოჯახი როგორ არის დაინტერესებული.
მე არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი, რომელიც 5 თვეში გარეთ იქნება მტკიცებულებების არარსებობის გამო. მე მინდა კონკრეტული დამნაშავე, რომელიც ისე დაისჯება, როგორც უნდა დაისაჯოს.
საგამოძიებო ორგანოების წინაშე უნდობლობა ნამდვილად არ გვაქვს და პირდაპირ გეუბნებით, როგორც კი უნდობლობის ნატამალი გაჩნდება, გაძლევთ პირობას, რომ სულ, რომ ქვეყანა დაიქცეს თქვენ სტუდიაში მოვალ და თქვენი სტუდიიდან სათქმელს ვიტყვი”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.