მამუკა მდინარაძე: საზოგადოების სწორი წარმოდგენების ფონზე, ოპოზიციის რეიტინგის ვარდნა ძალიან ობიექტური და ადეკვატურია

მამუკა მდინარაძე: საზოგადოების სწორი წარმოდგენების ფონზე, ოპოზიციის რეიტინგის ვარდნა ძალიან ობიექტური და ადეკვატურია

ოპოზიციის მიზანი არ არის არჩევნები და არჩევნების გზით წარმატებაზე ზრუნვა და ფიქრი. რეალობიდან გამომდინარე, ისინი წარმატებას არჩევნებით ვერ მიაღწევენ და ბუნებრივია, მათ გეგმა ბე აქვთ ის, რომ რაღაცნაირად არალეგიტიმურობაზე დაიწყონ საუბარი და რაც შეიძლება მეტი არგუმენტი შექმნან იმისთვის, რომ დესტრუქცია, რომელსაც მათგან ველით, გამართლებული იყოს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ერთადერთი ძლიერი მხარე ჰქონდათ პიარი. „ჩვენ ამ კლასტერისგან, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პოლიტიკური სამეგობროსგან შეჩვეულები ვიყავით, რომ ისინი არაფერს აკეთებდნენ და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ პიარულად რაღაცის გაყიდვას მეტნაკლებას ახერხებდნენ. ბოლო დროს ეს პიარიც ისე მოუსუსტდათ, რომ უკვე რეიტინგზე ეს აისახება. ანუ როცა აბსოლუტურად არაფერს აკეთებ და კონსტრუქციულობის ნატამალი არ გაქვს და მხოლოდ ფეიკ ნიუსებზე დაყდრნობით აწყობ შენს პიარ კამპანიას, ამ დროს რაც არ უნდა კარგი „პიარშიკი“ დაიქირავო, წარმოუდგენელია, რომ წარმატებას მიაღწიო, თან საზოგადოება გაიზარდა კიდევ უფრო გაიზარდა, უკვე ხედავენ ვინ ვინ არის და საზოგადოების სწორი წარმოდგენების ფონზე, ძალიან ობიექტური და ადეკვატური მათი რეიტინგის ვარდნა“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.