ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის კრიტიკას უპასუხა.
„ბატონო რომან, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ და ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, მაგრამ ვერ მოინელებთ. პოლიტიკურად ის იქეთ მოგინელებთ. ამის პირობა შემიძლია, მოგცეთ", - მიმართა სოფო კილაძემ რომან გოცირიძეს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოციძემ სახალხო დამცველის ყოველწლიურ აგარიშებს ობიექტური უწოდა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაში არსებულ ვითარებას აღწერს.
რომან გოცირიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ნინო ლომჯარია მოხსენებით გამოდის, აღნიშნა, რომ „საშინელი ვითარებაა ადამიანის უფლებების მხრივ და ეს ერთი წელი იყო ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის სიმბოლო".