ჩუღურეთის რაიონიში, ჯავახიშვილის N3-ში თბილისური ტიპის ეზოში, ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნულ მისამართზე, ამავე თვეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საერთო სარგებლობის კიბე და აივანი მოეწყო.