კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და ლეგიტიმაცია

კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და ლეგიტიმაცია

8 მარტის შეთანხმებას ყველა მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე ჩატარდეს არჩევნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კახეთში სტუმრად მყოფმა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.

მისი თქმით, გარანტირებული არაფერია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება. „მთელი ამ პროცესის განმავლობაში ყველა მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ექნება ძალიან პოზიტიური გავლენა საარჩევნო გარემოზე. არის პოზიტიური ნაბიჯი ამ მიმართულებით, სისტემური საკითხი, რომელზეც ყველა პოლიტიკური პარტია ერთად მუშაობს. ხმის მიცემა შეიძლება სხვადასხვა სცენარით განვითარდეს. ჩვენ ყველასთან ერთად საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვმუშაობთ და არის ძალიან ფართო ჩართულობა“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე ჩატარდეს არჩევნები. „4 თვეში გვაქვს არჩევნები. ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს შესაბამისი გარემოს შექმნაზე, რომ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად. ყველამ ვიცით რაზეც არ თანხმდებიან მხარეები. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ ყველა მხარესთან იმისათვის, რომ იყოს 8 მარტის შეთანხმების შესრულების ერთიანი გაგება”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.