კარლ ჰარცელი: მინდა ეს მშვენიერი ქვეყანა კიდევ უფრო მშვენიერი გახდეს

კარლ ჰარცელი: მინდა ეს მშვენიერი ქვეყანა კიდევ უფრო მშვენიერი გახდეს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი კახეთსი იმყოფება. ცოტა ხნის წინ ის თელავის სმენისა და მეტყველების სახლს ესტუმრა, რომელიც ამ პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება. დაწესებულება ევროკავშირის პროექტის, „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის - სოფლად სოციალური მომსახურების მომწოდებელთა მხარდაჭერა“ ფარგლებში გამოყოფილი გრანტის დახმარებით შეიქმნა.

დღესვე ელჩმა ევროკავშირის „მერების შეთანხმების“ ფარგლებში დაფინანსებული სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულა. ობიექტის უპირატესობა წალმით გათბობაა, რომელიც შენობას ენერგოეფექტურს ხდის და ხარჯების დაახლოებით 60%-ს ზოგავს.

„ეს არის ერთ-ერთი იმ საფოკუსე რეგიონიდან, რომლებსაც ევროკავშირი ეხმარება სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში. უახლოეს პერიოდში ამ რეგიონში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება და გვაქვს ყოვლისმომცველი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რადგან ამ რეგიონების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია. მე ვხედავ აქ ტრაქტორს, რომელიც ჩვენი პროექტის ფარგლებში შეიძინეს. სწორედ ამ ტექნიკის საშუალებით შეგროვდება ის საწვავი, რომელიც ზამთრის განმავლობაში შენობას გაათბობს. წალმის გამოყენებით, რომელიც კახეთში მრავლად არის, იქნება გათბობა უზრუნველყოფილი. ჩვენ ამით ენერგომოხმარების ეკონომიას მოვახდენთ და დაახლოებით ხარჯების 60% დაიზოგება. ძალიან მნიშვნელოვანაი, რომ ამ ენერგოეფექტურობის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შესაბამისი კანონი გავიდა. ჩვენ სტრუქტურულ დონეზე ვმუშაობთ მთავრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. მე მინდა ეს მშვენიერი ქვეყანა კიდევ უფრო მშვენიერი გახდეს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.