,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენის მიზეზად ე.წ ქუჩის ბიჭების მოთხოვნას ასახელებს, რომლებსაც არ სურთ, რომ წინასაარჩევნოდ რურუა იყოს გარეთ, ვინაიდან როგორც გვარამია ამბობს, რურუა ხელს შეუშლის ქუჩის მაკონტროლებლების მოქმედებას.
გვარამია ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ, ძალადობის და ქუჩის კურატორი კანონიერი ქურდი ,, ლავასოღლი“ იქნება.
,,ძალადობის და ქუჩის კურატორი იქნება კანონიერი ქურდი ,,ლავასოღლი.“ ქართული ოცნების მხარდაჭერით ბათუმში ჩატარდა აქცია, ვითომ აქცია, ,,ლავასოღლის“ გამოშვებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ მოთხოვნით გამოუშვეს ,,ლავასოღლი“ თურქეთიდან, თურქეთის ციხიდან. ახლა იხილება საქართველოში მისი ექსტრადიციის საკითხი და ეს მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ისედაც მართავდა გარედან საარჩევნო პროცესს საქართველოში, არჩევნები იქნება უმძიმესი, სჭირდებათ აქ საარჩევნო პროცესების სამართავად. ,,ლავასოღლის“ და მისი ქვემდგომების, მისი ხელის ბიჭი მოჭიდავეების, ე.წ ქუჩის ბიჭების, ქუჩის მაკონტროლებელი, მიქაძეების ვერაზე და ასე შემდეგ, მსგავსი ტიპების მოთხოვნაა, რომ რურუა არ უნდა იყოს გარეთ იმიტომ, რომ მას შეუძლია შეაფერხოს ასეთი ადამიანების მოქმედება ქუჩაში“,- აცხადებს ნიკა გვარამია